ალეკო ელისაშვილი - ნუ გამომიყვანთ ისე, თითქოს ერთი სურვილი მაქვს ჩვენი ქვეყანა ბრძოლაში ჩავრთო და დაბომბილი დავინახო - რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით

ჩვენ გვაქვს ისეთი საბჭოთა „ჯართი“ ტექნიკა, რომელიც არაფერში არ გვჭირდება. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ასეთი შეიარაღება გადავცეთ უკრაინას და ხეირიც ვნახოთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინელების და უკრაინის ხელისუფლების თავგანწირვით მადლიერები უნდა ვიყოთ, ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან ლანძღვას და აგდებულ ლაპარაკს, თუნდაც ზელენსკიზე, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის „თავი გადადო“.

„ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული მოსასმენი იყო დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს ჩვენ რუსეთს რაღაცაში ვეთანხმებით, ამას მტკიცებულება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ის ხალხი არის ბრძოლაში ჩართული და ბავშვები ეღუპებათ, სახლ-კარი არ აქვს ათიათასობით ადამიანს. თუნდაც შეეშალოთ, ის პასუხები პასუხები იყო რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ისმოდა? ის ხალხი ჩვენ მაგივრად იბრძვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ნუთუ ეს არ გესმით?

ჩვენ გვაქვს ისეთი საბჭოთა „ჯართი“ ტექნიკა, რომელიც არაფერში არ გვჭირდება. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ასეთი შეიარაღება გადავცეთ უკრაინას და ხეირიც ვნახოთ, ჩვენს მეგობარს ბრძოლაში დავეხმარებით და სანაცვლოდ მოგვცემენ უკეთესს. ნუ გამომიყვანთ ისე, თითქოს ერთი სურვილი მაქვს ჩვენი ქვეყანა ბრძოლაში ჩავრთო და საქართველო დაბომბილი დავინახო, მაგრამ ჩვენი ნაწარმოები ჩაფხუტი, ჯავშანჟილეტი ან საევაკუაციო მანქანა რომ მივცეთ ეს ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ? რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა