ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციამ მიაღწია შეთანხმებას ტექსტზე, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავენ და სთხოვენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ

ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. ჩვენ შევძელით შევთანხმებულიყავით ტექსტზე, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, - ამის შესახებ „მოქალაქეებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეთანხმებით უნდა დასრულდეს აჟიოტაჟი, თითქოს ოპოზიციაში ვინმეს არ სურს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. ჩვენ შევძელით შევთანხმებულიყავით ტექსტზე, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. მინდა, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას იმ აჟიოტაჟს, თითქოს ოპოზიციაში ვინმეს არ უნდა, ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან გამიჭირდება ასეთი ადამიანის დასახელება და თუ თქვენ იცით ვინ არის ეს, ამის შესახებ ღიად უნდა ითქვას.

ეს მიმართვა არის მნიშვნელოვანი გზავნილი ოპოზიციის მხრიდან ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრი გვქონდეს საკამათო, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ეს არის ამ ქვეყნის უპირობო და ერთმნიშვნელოვანი არჩევანი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს