პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილები მიიღო

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობა იზრდება. კერძოდ, ფართოვდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. სამსახური იმ დანაშაულებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს.

ცვლილება ითვალისწინებს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გაზრდას - პროცესის მონაწილეთა მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტურ გამოყენებას. წესრიგდება პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლებისა და იქ მოთავსებული პირების მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის დარღვეული უფლების შესახებ საჩივრით დაუბრკოლებლად მომართვის საკითხები. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებებით ფართოვდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, რაც ამ უფლებებზე თანამშრომელთა თანაბარ ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს.

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე საკანონდებლო წინადადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2022 წლის 30 მარტს მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა