დავით უსუფაშვილი ივანიშვილს - ღარიბაშვილს პირველი პრემიერობიდან, რომ უშვებდით და გაოგნებული იყავით - ეს რა ქნაო, მინდა გითხრათ, რომ ის თავი უკვე მოჭრილი გაქვთ, მისი გამოისობით

ღარიბაშვილს პირველი პრემიერობიდან, რომ უშვებდით და იყავით გაოგნებული - ეს რა ქნაო, კინაღამ ისეთ დღეში ჩამაგდო თავისი ლაპარაკით, რომ თვალებში ვეღარ ვუყურებ ჩვენს უცხოელ კოლოგებსო, მინდა გითხრათ, რომ ის თავი უკვე მოჭრილი გაქვთ - ჰო, მისი გამოისობით, - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში მიმდინარე დებატებზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს.

უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შესახებ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას „საშიშს“ უწოდებდა.

თქვენი მთავრობა აღმოჩნდა შემძლე იმისა, რომ ცარიელ ადგილზეც პრობლემები გაეჩინა და ისეთი განცხადებები გაეკეთებინა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს ხალხი სადღაც სხვაგან არის. დღეს გაყოფილია ეს ოხერი მსოფლიო - აგერ არის უკრაინა და მასთან დაკავშირებული მომავალი, დემოკრატიული ცივილიზაცია და აგერ არის აგრესორი რუსეთი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი შავ-ბნელი და უბედური. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრემიერ-მინისტრის ბაგეთანგან ისმის ის, რისი გამეორებაც აღარ მინდა და ეს ესმის მსოფლიოს.

ისიც კარგად მახსოვს გაოგნებული, რომ იყავით ეს საშიში კაცია მგონიო, მეორე ირაკლიზე(კობახიძეზე) ამბობდა. სამი საათი გამალებული დებატების მაგიდის გარშემო ვსხედვართ და სამი საათი შეუძლია იყოს აბსოლუტურად ჩუმად და აბსოლუტურად უემოციო სახითო,- საშიში კაცია ესო. ახლა განსხვავება ისაა, რომ დღეში 3 საათი ლაპარაკობს, ოღონდ იგივე კაცია და ყოველ დღე იფრქვევა მარგალიტები. მარგალიტები, რომლებიც „ნაცთმოძულე“ ქართველებს გულს ფხანს და სიამოვნების ექსტაზიდან არის გამოსაყვანი ეს ხალხი და ევროპას, საითაც მივდივართ, შოკში აგდებს და გვიკვირს, რომ ვინმე იქიდან კითხვებს სვამს, აღარ გვენდობა, ვერ გაიგო რა ხდება ამ ქვეყანაში.

დღეს გვაქვს შანსი, მაგრამ ამ შანს სჭირდება გამოყენება. რა ხდება საქართველოში ამ წუთში - მიდის ძიება იმაზე, ვინ აზარალებს ქვეყანას. ხელისუფლების ვალდებულებაა მაქსიმალური კონსოლიდაცია გააკეთოს ყველა ძალების. უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეს მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ თქვენ მოიწვიეთ საგანგებო სხდომა, გამოვაცხადოთ სოლიდარობა, ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც პირველი ფრონტი არ დასრულებულა იმტიომ, რომ ოკუპირებულია ეს ქვეყანა. ჩვენ შეგვეძლო ამის გაკეთება და როდესაც იმაზე წავიდა საუბარი, რომ იქ ჩვენ დავჭამდით ერთმანეთს პოზიცია იყო ასეთიც - შევიდეთ დარბაზში ყველანი ერთად, წამოვუდგეთ ფეხზე საქართველოს და უკარინის ჰიმნს და დავიშალოთ. სანაცვლოდ რა მივიღეთ? ჩაკეტილი დარბაზი.

კოლეგა კობახიძეს მივმართავ, რომელიც იქით ტომას ჯეფერსონს და მის სამშობლოს რაღაცებს ასწავლის, იქნებ თავის დაწერილ კონსტიტუციასაც ჩახედოს ხომ არ არის ასეთი ფრაზა, რომ პარლამენტის მიერ თავის უფლებების შესრულებისთვის ხელშეშლა ისჯება კანონით? და მესამე ირაკლისაც (შოთაძეს)მივმართავ, იქნებ ჩახედოს კანონებს ხომ არაფერი დაარღვია ვინმემ იმ 25 თებერვალს, როდესაც პარლამენტის წევრები პარლამენტში არ შემოუშვეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა