ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მთავარი დამაბრკოლებელი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და რუსული პროპაგანდის გამეორებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მთავარი დამაბრკოლებელი არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და რუსული პროპაგანდის გამეორება.

როგორც მან პარლამენტში დებატებისას აღნიშნა, ევროინტეგრაციისთვის მთავარი დაბრკოლება არის ის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სამხედრო აგრესია დააბრალა.

„როდესაც ევროინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რა არის მთავარი დაბრკოლება, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ის ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ფულს პროპაგანდაში ხარჯავს, ასევე ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ან „ქართულ ოცნებას“ შეუძლია რუსეთთან რაიმე სახით ურთიერთობები დაალაგოს. ყველა, ვინც უკრაინის მიმართ სოლიდარულია ან რაიმე სახით უკრაინის მიმართ გრძნობას, ტკივილს გამოხატავს და უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა აქტიურად იყოს ამაში ჩართული, თურმე ყველა ამ ადამიანს ომი უნდა. მთავარი დაბრკოლება არაფორმალური მმართველობის გარდა, რუსული პროპაგანდის გამეორებაა, მაშინ, როდესაც რუსეთთან დალაგებული ურთიერთობები არ არსებობს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „მთავარი დაბრკოლება სხვაგან მოიკითხონ და არა ოპოზიციაში“.

„თუ რამე ოდნავ მაინც აბრკოლებს ევროინტეგრაციას, ეს არის ის, რომ მართლმსაჯულებაში დამოუკიდებლობის არავითარი ხარისხი არ არსებობს. მეორე, თქვენ გყავთ პოლიტიკური პატიმრები. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, ის დღეს ციხეშია, უმძიმეს მდგომარეობაში. ნიკა გვარამია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ხმამაღალი კრიტიკოსი იყო ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“, ისინიც დააპატიმრეთ. არ არის ეს დამაბრკოლებელი გზა ევროინტეგრაციისთვის? რა თქმა უნდა, არის! ყველა ჩვენი მეგობარი, ვინც ამას ამბობს, მათ თქვენ კრიმინალების დამცველებს უწოდებთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს