გიორგი ვაშაძე - ევროკავშირი ეს არის უამრავი ინვესტიცია, ძლიერი ოჯახი, ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება

ევროკავშირი და ევროპაში ინტეგრაცია ეს არის ის გაჭირვებული ყოფის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხების შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების ისტორიული შანსი აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

"2022 წელი უმძიმესი ვითარებით დაიწყო. ჩვენი მტრის, რუსეთის მხრიდან ჩვენს მოძმე ერზე - უკრაინაზე თავდასხმა მოხდა. 21-ე საუკუნეში, ათობით ათასი ადამიანი გაჟლიტა და გენოციდი მოაწყო. ამ უმძიმეს ვითარებაში ჩვენ ისტორიული შანსი მოგვეცა, რომ ევროპასთან დავახლოვდეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ისტორიულ შანსთან ერთად, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ამ დარბაზში მყოფთ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჩვენი ისტორიის, ჩვენი აწმყოს და ჩვენი მომავლის წინაშე გვაქვს.

მეგობრებო, ევროკავშირი ეს არის საქართველოს ეროვნული ენერგიის რეალიზების შესაძლებლობა. ევროკავშირი და ევროპაში ინტეგრაცია ეს არის ის გაჭირვებული ყოფის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხების შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაშია. ევროკავშირი ეს არის განვითარებული ქალაქი და სოფელი საქართველოში, ევროკავშირი ეს არის უამრავი ინვესტიცია, ძლიერი ოჯახი, ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და რაც მთავარია, ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა