ირაკლი კობახიძე - აშშ-ს საელჩოს განცხადებით ოპოზიციას ცივი წყალი გადაესხა

აშშ-ს საელჩოს განცხადებით ოპოზიციას ცივი წყალი გადაესხა - აშშ-ს საელჩოს განცხადება იმის დადასტურებაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა და საელჩოს დანაშაულში სდებდა ბრალს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, “თუ რამეა ანტიდასავლური კამპანია, ეს არის როცა ოპოზიცია აშშ-ს საელჩოს სასამართლოზე ზეწოლაში სდებს ბრალს“. მან აქვე დასძინა, რომ “ბუნებრივია, აშშ-ს საელჩო სასამართლოზე ზეწოლას ვერ იკადრებდა“.

“აშშ-ს საელჩოს განცხადება ძალიან სწორი განცხადებაა - ზუსტად ის განცხადებაა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით.

2012 წლამდეც, იმის მიუხედავად, რომ მაშინ უმძიმესი რეჟიმი იყო - მათ შორის სასამართლოში - აშშ-ი სასამართლო სისტემას მხარს უჭერდა და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება იმ ვითარებაში, როცა სასამართლო მთლიანად რეფორმირებულია.

რასაც ჩვენ ვამბობდით, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ დაადასტურა და ამით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს აშშ-ს საელჩო დანაშაულს ჩადიოდა, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა მოსამართლესა და სასამართლოზე ზეწოლას და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 24 მაისის პლენარულ სხდომაზე აშშ-ს საელჩოს მიმართა, რომ “სპეკულაციების დასასრულებლად“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნაზე განცხადება გაეკეთებინა. კობახიძის თქმით, “რადიკალური ოპოზიცია: მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, მისი კუთვნილი სახალხო დამცველის და მისივე კუთვნილი NGO-ები“ ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ამერიკელ დიპლომატებს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს“.

აშშ-ს საელჩომ საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა