ბაჩო დოლიძე - არ ვიცი, რა დონის მიამიტი უნდა იყო, ფიქრობდე, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ვინმე ევროკავშირში მიგვიღებს - დავოსში გაკეთებული განცხადებები კი პუბლიკაზე თამაშია

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირს, მაგრამ ფიქრობდე, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში მიგვიღებს ვინმე, არ ვიცი, რა დონის მიამიტი უნდა იყო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბაჩო დოლიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დავოსის ფორუმზე გაკეთებული განცხადებები „პუბლიკაზე თამაშია“.

„ეს არის ჩვეულებრივი პუბლიკაზე თამაში, იმ პუბლიკაზე თამაში, სადაც იმყოფებოდა. რეალურად რა საქმეებსაც აკეთებს და როგორც აკეთებს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ეს არის რუსული სცენარი. დავოსში ჩადის და საუბრობს იმას, რაც ვიცით, რომ ესიამოვნება რამდენიმე ევროპელ დეპუტატს, თუმცა იქაც არ მგონია ვინმე იყოს, ვისაც სჯერა, ღარიბაშვილის განცხადებების, იმ ფონზე, როცა უმრავლესობა იმ ევროპარლამენტარების და ევროპელი მეგობრების, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოთი, აბსოლუტურად ყველამ იცის რა მდგომარეობაა და სულ კრიტიკაში და მითითებებში არიან. აბსოლუტურად ყველა მოგვიწოდებს, რომ რეფორმები უნდა ტარდებოდეს, ყველა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ა.შ. საპასუხოდ ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს? 24 საათი კრიტიკით არის დაკავებული ევროპარლამენტარების, ხან ამერიკელების და ა.შ. აქედან გამომდინარე არ აქვს მნიშვნელობა, რასაც არ უნდა საუბრობდეს ღარიბაშვილი დავოსზე, როგორი დაყენებული წინადადებაც და სიტყვაც არ უნდა ჰქონდეს მომზადებული იმ ფონზე როცა აკავებს ტელევიზიის ხელმძღვანელს, გვარამიას, ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული, ეს სასამართლო როგორც უდევს ჯიბეში „ქართულ ოცნებას“ მე მგონი, ისტორიაში არ ყოფილა ასეთი დამონებული სასამართლო და რეზულტატიც დავინახეთ, სადაც შეეძლოთ ჩვენს პარტნიორებს იქვე მოახდინეს მოსამართლის დასჯა, არ გაუშვეს ამერიკაში და მიანიშნეს ამით მთელ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, რომ რეაგირება ყოველთვის იქნება პოლიტიკურ დაკვეთებზე“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძემ გადაცემაში ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც „მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არდაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია“.

ბაჩო დოლიძის თქმით, არაა გამორიცხული, რომ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გაგზავნოს და კელი დეგნანს აქციები მოუწყოს.

„თუ ეგრეა, დაიჭიროს მერე ქალბატონი დეგნანი. აღარ იცის რა გააკეთოს, მე არ გამიკვირდება, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები გაუშვას აშშ-ის საელჩოსთან და აქციები მოუწყონ, არ გამიკვირდება კობახიძისგან იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს. დავოსში ლამაზად, დავარცხნილად საუბარი ერთია, თუმცაღა რასაც აკეთებს ქვეყანაში, რომელ დემოკრატიაზე გვაქვს საუბარი“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ასევე, ბაჩო დოლიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პარტნიორებთან ყველა დიპლომატიური ხიდი ჩატეხილი აქვს.

„ნებისმიერი კრიტიკა ჩვენი ევროპელი, ამერიკელი თუ უკრაინელი პარტნიორებისგან „ქართული ოცნების“ მიერ არის აღქმული როგორც შეტევა ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მმართველობაზე.

პირდაპირ მიდიან კონტრშეტევებზე. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა დიპლომატიური ხიდი აქვთ უკვე ჩატეხილი ყველა პარტნიორთან“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა