მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილის წარმატებით იმპლემენტაციასა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. საუბარი ასევე, შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ადგილზე შექმნილ რთულ ვითარებას.

კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის მკაფიო მხარდაჭერისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მარია თეოდორუმ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული ნაბიჯები და საბერძნეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიულ-კულტურული კავშირები აღინიშნა, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველს იძლევა.

მაკა ბოჭორიშვილმა მარია თეოდორუს საბერძნეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს