ეკა სეფაშვილი - საქართველო მოწინავე პოზიციებს ფლობს არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის

2014 წელს, როცა საქართველომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერა, ამით მან საერთაშორისო დონეზე ხმამაღლა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმართული ძალისხმევა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი ლიტონი სიტყვები არ არის, - ამის შესახებ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატების ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ახორციელებს, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი მარტივი არ არის და დღემდე გრძელდება დირექტივების შესაბამისად, იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც ევროპაშია აპრობირებული.

„ეს არის საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი ისტორიული მიზანი. გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობა სქართველოს ევროპაში ინტეგრაციას მტკიცედ და უპირობოდ უჭერს მხარს. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის სურვილი და ოცნება, არამედ ქართველი ხალხის სურვილი და მონდომებაა. „ქართული ოცნება" სწორედ ქართველი ხალხი ნებას ვახორციელებთ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ასოცირების შეთანხმების დაახლოებით, 40% უკვე განხორციელებულია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილში არსებული დირექტივებისა და ევროპული კანონმდებლობის 60% უკვე რეალიზებულია. ისეთი მარეგულირებელი ინსტიტუციები ფუნქციონირებს, როგორიცაა: კონკურენციის სააგენტო, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, დასაქმების სააგენტო, შრომის ინსპექციის სააგენტო და პროფესიული უნარების სააგენტო.

„არაერთი ევროპული შეფასების მიხედვით, საქართველო მოწინავე პოზიციებს ფლობს არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის და ეს სხვადასხვა სარეიტინგო მონაცემებითაც დასტურდება, სადაც საქართველო საკმაოდ შთამბეჭდავ პოზიციებს იკავებს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა