მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში დაკარგულები

თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში დაკარგულები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიასთან გაანცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციის პოზიციონირება დღევანდელ დებატებზე.

მისი თქმით, ოპოზიციას სურდა წარმოეჩინა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის, ხოლო ამის გახმოვანება და ბალანსის დაცვა გაუჭირდათ.

"გულწრფელად, რომ გითხრათ, ველოდებოდი გაცილებით მომზადებულ „სფიჩებს“ მათი მხრიდან და ძალიან მოუმზადებლები იყვნენ, რადგან გაიჭედნენ ორ მთავარ მათ მიზანს შორის. უნდოდათ დებატები მოეგოთ და უნდოდათ გამოეჩინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის. საქართველო მზად არის და ბევრად უსწრებს იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვთ და ყველაზე სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა აირჩიეს გზა, რომ მათი ხსნა არის საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ამის გახმოვანება, ბალანსის დაცვა ერთად ყველაფერი ძალიან გაუჭირდათ და ჩაიკარგნენ ამ დებატებში, თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში ჩაკარგულები, დაკარგულები. კულმინაცია იყო, როცა არჩილ თალაკვაძემ სთხოვა მათ ხელის აწევით დაედასტურებინათ დღევანდელი მოცემულობით ღირდა თუ არა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ ერთმა აწია ხელი ოპოზიციიდან, ვერ გაბედეს ხელის აწევა, შეგვიძლია გავამძაფროთ და დავარქვათ ამას საქართველოს მტრობა, მეორე მხრივ დაბნეულობა შეიძლება დავარქვათ, რბილად რომ ვთქვათ, ყველა მოცემულობით, წაგებულ მდგომარეობაში არიან", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა