ირაკლი კობახიძე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი ნაციონალური პარტიის პრეზიდენტს, ანდონი ორტუსარს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი ნაციონალური პარტიის პრეზიდენტს, ანდონი ორტუსარს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები შეაფასეს.

აღინიშნა, რომ არსებობს კარგი პერსპექტივა, გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები და თანამშრომლობა.

„გვქონდა შესაძლებლობა, რომ ორმხრივ თანამშრომლობაზე გვესაუბრა, რაც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ბასკეთი არის ძალიან განვითარებული რეგიონი და საქართველოს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომ სხვადასხვა, მათ შორის, ეკონომიკის, სპორტის, კულტურის, განათლების მიმართულებებით მათთან კავშირები და თანამშრომლობა გააფართოოს.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი წარმატებული იქნება და საქართველოსა და ბასკეთს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული ესწრებოდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა