გიგა ბოკერია - სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა აკონტროლებს ძალაუფლებას, ამ ქვეყანას თავისუფლებაზე გაღწევისა და ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის დაცვის ნულოვანი შანსი აქვს

სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა აკონტროლებს ძალაუფლებას, ამ ქვეყანას აქვს ნულოვანი შანსი თავისუფლებაზე გაღწევისა და ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის დაცვისა , - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საპარლამენტო დებატებს.

მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია, იმის ნაცვლად, რომ მკაფიო გზავნილი ჰქონდეთ, „რაღაც გაუგებარ შეთავაზებებს ერთობლივ მოქმედებებზე“ აგრძელებენ.

„არაფერი მოულოდნელი დღეს არ მომხდარა. ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს თავისი ქმედებების უტიფარი პროპაგანდით გამართლებას. ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს, თავისუფლებას, უსაფრთხოებას სწირავენ საკუთარ ინტერესებს და პუტინისტურ ძალებთან ალიანსს, მაგრამ სამწუხაროდ, ამავე დროს საპარლამენტო ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, ვაშაძე, გახარია, ყველა ერთად იმის ნაცვლად, რომ მკაფიო გზავნილი ჰქონდეთ, აგრძელებენ რაღაც გაუგებარ შეთავაზებებს ერთობლივ მოქმედებებზე, სთავაზობენ რაღაც ნაბიჯებს, რომ გადარჩეს, მათი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი, თითქოს ამის შანსი არსებობს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. სიმართლე არის მძიმე, მაგრამ მკაფიო, რომ სანამ ეს რეჟიმი გვყავს, სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა აკონტროლებს ძალაუფლებას, ამ ქვეყანას აქვს ნულოვანი შანსი თავისუფლებაზე გაღწევისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის დაცვისა. ეს უნდა იყოს გზავნილი ყველა დისკუსიისას და რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს უნდა ავუხსნათ, მათ შორის ისეთებს, ვინც ივანიშვილის პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა