მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე - მე არ ვიცი, როგორ უნდა იმართლოს თავი სინდისის წინაშე

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო.

„ყველა ეკლესიისთვის შეუძლებელი იყო, არ დაეგმოთ ძალადობა და ომი უკრაინაში, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მსურს, რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილი იყვნენ ეს გამონაკლისები. მე არ ვიცი, როგორ შეუძლია მას გაიმართლოს თავი სინდისის წინაშე“ , - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მოელოდა, რომ პატრიარქი კირილი გაუძლებდა ამ გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტს.

„ველოდებოდი, რომ ძმა კირილი ადგებოდა ამ კრიტიკულ ვითარებაში და თუ საჭირო იქნებოდა, მსხვერპლად გაიღებდა თავის ტახტს და პუტინს ეტყოდა: „ბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია თქვენ დაგეთანხმოთ და უნდა გადავდგე“ , - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა