ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ქარსელაძეს - აზარალეთ თუ არა სახელმწიფო 1 მილიონით და თუ აზარალეთ, მინისტრი როგორ ხართ და ციხეში როგორ არ ხართ?

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც სახელმწიფო 1 მილიონი ლარით აზარალა.

ლევან ხაბეიშვილის პარლამენტში დებატის დროს განაცხადა, რომ 2016 წელს კომპანიამ, რომლის დირექტორიც ირაკლი ქარსელაძე იყო, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და მას ამის დამამტკიცებელი საბუთები აქვს.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიის დირექტორი იყავით 2016 წელს, 2 600 000 ლარად იყიდეთ სახელმწიფოსგან მიწა, აიღეთ ვალდებულება, რომ 10 მილიონ ლარს დახარჯავდით, ეს ვალდებულება არ შეასრულეთ და სავარაუდოდ, მილიონ ლარზე მეტის ზიანი მიაყენეთ სახელმწიფოს.

გამეცით კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი, იყავით თუ არა დირექტორი, მაქვს საბუთი რომ იყავით, ამ კომპანიამ აიღო თუ არა 34 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ვალდებულებით, რომ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, აზარალეთ თუ არა სახელმწიფო 1 მილიონით და თუ აზარალეთ, მინისტრი როგორ ხართ და ციხეში როგორ არ ხართ?“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა