თინა ხიდაშელი - ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა - უსუფაშვილმა გადაარჩინა

ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა - უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ,

მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებენ.

„ღარიბაშვილი არის ერთადერთი პრემიერი საქართველოში, რომელიც ოფიციალურად კორუფციის ბრალდებით გაუშვეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს შეგახსენებთ, როდესაც ამბობდა, რომ მისმა ნათესავმა შეჭამა ქვეყანა. თავისთავად განწყობა ძალიან კარგად გამოჩნდა მაშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში.

ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა. აღარ მახსოვს რა თანამდებობაზე დაინიშნა, დანიშვნიდან ერთ კვირაში რაღაც მოხდა იქ, არ ვიცი, მე არ ვესწრებოდი იმ პოლიტსაბჭოს სხდომას და სრულიად ერთმნიშვნელოვნად, გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გაგდება. უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს.

ივანიშვილის აზრი ყოველ წუთას გვესმის ირაკლი კობახიძის პირიდან, ის უბრალოდ ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილს, ცოტა უფრო უნიჭოდ, ვიდრე თვითონ ივანიშვილს რომ ელაპარაკა, ისევე როგორც ღარიბაშვილი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება ევროკავშირის ზოგიერი ქვეყნისთვის შესაძლოა კარგი მიზეზი იყოს, რომ საქართველომ ეს სტატუსი ვერ მიიღოს.

„ეს გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღებია, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს, აქ ნიკა გვარამიას ციხეში ჩასმა. ეს ასევე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც სავარაუდოდ, ერთი მხრივ ტექნიკური სიურპრიზი მოუწყო, თავისთავად ეს სიურპრიზი არ იყო, კარგად იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას დაკავება იგეგმებოდა, მაგრამ ტექნიკური, დროის თვალსაზრისით, ზუსტად იმ მომენტს დაემთხვა, როდესაც ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა. მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან სერიოზული ნაბიჯი ამ პროცესის საბოტირებისკენ. ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირი საბოტაჟი მოაწყო ამ გადაწყვეტილებით, ამ დავალების გაცემით, რადგან ყველამ კარგად იცის, როდესაც არსებობს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც საბაბს ეძებენ, ეს იდეალური საბაბია, - დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელის დაკავება პროცესამდე ერთი თვით ადრე, როდესაც ასეთი კრიტიკული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს შეიძლება გახდეს მთავარი მიზეზი საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც საბაბს ეძებენ და ეს არის მშვენიერი საბაბი, სხვა მოვლენებთან ერთად“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში პოლიტიკური დებატების დასასრულს სიტყვით გამოვიდა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერ დავით უსუფაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები - ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი ნამდვილად დავით უსუფაშვილია".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა