ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სტატისტიკა მკაფიო დასტური და ინდიკატორია იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა, საქართველოში ქმედითი გახდა და უფლებათა დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა

ჩვენი ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს - ამასთანავე, ამ ფაქტებით და არა შეფასებებით, ოპოზიციის იმ რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლების მხილება მოხდება, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ვიწროპარტიულ კამპანიას აწარმოებენ და ფაქტების საწინააღმდეგოდ აღქმას აღვივებენ, თითქოს საქართველო კანდიდატის სტატუსის მოპოვებას არ იმსახურებს, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით სრულმასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით უმაღლესი ევროპული სტანდარტის საპარლამენტო მმართველობის სისტემის განმტკიცებას უზრუნველყოფს და საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის მყარ ფუნდამენტს ქმნის.

ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი.

„2022 წლის მარტის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი განიხილება, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში, საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ჩვენ ამ სტატისტიკით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის საქართველო საუკეთესო ოთხეულშია და ჯამში ევროსაბჭოს 25 და მათ შორის, ევროკავშირის 14 სახელმწიფოს უსწრებს. ეს სტატისტიკა მკაფიო დასტური და ინდიკატორია იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც თქვენ, რადიკალური ოპოზიცია ასე გამალებით ებრძვის, საქართველოში ქმედითი გახდა და უფლებათა დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა. თქვენ ცდილობთ, სასმართლო სისტემის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მოახდინოთ. ამას ადასტურებს ის, რომ თქვენ ყველა იმ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებთ, სადაც თქვენი გუნდის წევრების ბრალეულობა იკვეთებოდა. თქვენ პოლიტიკურს უწოდებთ განაჩენებს, რომლებიც სწორედ ისეთ მტკიცებულებებს დაეფუძნა, როდესაც პირდაპირ ეთერში, მაგალითად, რუსთაველის გამზირზე არბევდნენ ადამიანებს. თქვენ „იმედში“ შეჭრის ფაქტსაც კი არ აღიარებთ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს და რუსთაველის გამზირზე ჩადენილ ძალადობებს - იქნება ეს 7 ნოემბრის თუ 26 მაისის სასტიკი დარბევა, რომლებსაც პირდაპირ მტკიცებულებით გამოყენება შეიძლება ჰქონოდა, რადგან ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რასაც სასამართლო დაეყრდნო და თქვენ ამას პოლიტიკურად მოტივირებულად მოიხსენიებთ. ამის შემდგომ თქვენ სააკაშვილის, გვარამიას თუ მერაბიშვილის საქმეებზე, რომ პოლიტიკურად მოტივირებულად მოიხსენიებთ, ეს ჩვენ არ გვიკვირს. თქვენ სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, მათ შორის, „რუსთავი2“-ის საქმეზე, რომ სასამართლო მიუკერძოებელი იყო ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს