ინფრასტრუქტურის მინისტრი - საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა სამტრედია-გრიგოლეთის გზის შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე მოვიგეთ

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი პირველი შეთხვევა იყო, რომელზეც შევწყვიტეთ ხელშეკრულება და სწორედ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში მოვიგეთ დავა , -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათზე, გაჭიანურებული მშენებლობის შესახებ დეპუტატების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის 51 კმ-იანი გზა, ოთხ ლოტად იყო დაყოფილი. ოთხი ლოტიდან მე-2 ლოტი 2020 წელს გაიხსნა და ვსარგებლობთ ამ მონაკვეთით. პირველი და მე-4 - წელს სრულდება.

,,პირველ მონაკვეთზე მეორე კონტრაქტორი, რომელთანაც ასევე მოგვიწია ხელშეკრულების შეწყვეტა აზერბაიჯანული კომპანია იყო. შესაბამისი საბანკო გარანტიები და მექანიზმები ყველგან ამოქმედებული გვაქვს. ზარალი, ანაზღაურებულია, მაგრამ ასევე დავებიც მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება ახლა დარჩენილი სამუშაოები, რომელიც წელს დასრულდება. ამჟამად ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა, მიყვება გეგმაზომიერად პროექტს და, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. მე-4 მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს იქაც ვადაგადაცილების ჯარიმა დაკისრებული გვაქვს , მაგრამ ასრულებს კონტრაქტორი პროექტს“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო