ირაკლი ქარსელაძე - ტენდერებში საშუალოდ 3 მონაწილე გვყავს და ეს კარგი მაჩვენებელია - ასეთი კონკურენციის პირობებში შეუძლებელია რაიმე დარღვევაზე საუბარი

2021 წელს გაფორმდა 1127 ხელშეკრულება 695 კომპანიასთან. სატენდერო პროცესში მონაწილეობა მიიღო 3421 კომპანიამ და საშუალოდ, ტენდერში 3 მონაწილე გვყავს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც აღემატება 4 და 5 მონაწილესაც და ეს, მაშინ როდესაც საშალოდ, ქვეყნის მასშტაბით, ტენდერებში მონაწილეთა სტატისტიკური რაოდენობა 2.84-ია. ასეთი კონკურენციის პირობებში შეუძლებელია რაიმე დარღვევაზე საუბარი , - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათზე”, დეპუტატ არმაზ ახვლედიანის შეკითხვას ტენდერებთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, 1127 ხელშეკრულებიდან გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოყენებულია მხოლოდ 24 შემთხვევაში, რომელიც ძირითადად, სტიქიების პრევენციას უკავშირდება.

სტიქიის პრევენციასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გამოფორმებასაც შესაბამისი პროცედურა მოქმედებს და კომპანიებს მოეთხოვებათ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა შეძლონ კონკრეტულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე ტექნიკის და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მობილიზაცია და სხვა.

„ჩემი თხოვნა იქნება ასეთი ბრალდებები აუცილებლად დამასაბუთებელი იყოს. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც კომპეტენტურმა ორგანოებმა კონკრეტული შემთხვევები შეისწავლეს, გამოიკვლიეს და პასუხისგებაში მიცემული ადამიანებიც არსებობენ. ამასთან, სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებით, მთელი რიგი პროცედურები და მოთხოვნები ჩამოყალიბდა და კონკრეტული კრიტერიუმი და მოთხოვნის დაწესება”, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო