ანრი ოხანაშვილი - სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის მიმართულებით საქართველო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლადაა საჭირო

სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ყველა იმ სტანდარტს, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.

„2012 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება მოგვიწია. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და გაატარა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიამ შეაფასა, როგორც პროგრესული რეფორმა. ეს ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, 2022 წლის აპრილის თვეში. ჩვენ მივიღეთ ახალი რეგლამენტი, რომელმაც გააუმჯობესა მთავრობაზე საზედამხედველო ფუნქცია და რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

პირველად საქართველოს ისტორიაში, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ოპოზიციის ხელმძღვანელობით საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ საარჩევნო რეფორმა, რომელმაც უზრუნველყო ოპოზიციის მეტი წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო კომისიაში და მაქსიმალურად აზღვევს ყველა ტიპის მანიპულაციას. ეს ქმნის ფუნდამენტურ საფუძველს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ყველა იმ სტანდარტს, რომელიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა