შს მინისტრის მოადგილე "სირცხვილიას" დირექტორის საქმეზე - "საჩივრებს დასაბუთება და არგუმენტები" ჭირდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე პოლიციის განყოფილებაში მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორის გიორგი მჟავანაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საჩივრებს დასაბუთება და არგუმენტები" ჭირდება.

დარახველიძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ორი მიმართულებით არის წარმოება დაწყებული - სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს ამ საქმეს, ასევე სასამართლოში მიდის საქმისწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. დაველოდოთ ერთ პროცესსაც და მეორესაც. რაც შეეხება კონკრეტული პირების თანამდებობიდან გადაყენებას, ამას თავისი პროცედურა აქვს და შესაბამისი საგამოძიებო ორგანო და სასამართლო მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება დადგება. ჯერჯერობით გამოძიებაა და უნდა დაველოდოთ.

მოგეხსენებათ, ჯერ იყო ინსპექტორის სამსახური, ახლა არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მათი პირდაპირი მოვალეობაა მსგავსი ტიპის დანაშაულის გამოძიება, უამრავი შეტყობინება იგზავნება იქ, ისინი იწყებენ გამოძიებას, თუ გამოიკვეთება შესაბამის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღებენ ზომებს. ის, რომ საჩივრები არსებობს, ამ საჩივრებს ჭირდება დასაბუთება, არგუმენტები, მტკიცებულება, მხოლოდ განცხადება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული პირი პასუხისმგებლობაში მიეცეს",- განაცხადა დარახველიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო