ჯუანშერ ბურჭულაძე - გზა ევროპისკენ ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანია

გზა ევროპისკენ ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანია, - ამ განცხადებით თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მინისტრის შეფასებით, ეს დღე გამოხატავს ქართველი ხალხის გმირულ წარსულს, მის ისტორიას, დიდ კულტურასა და იმ ღირებულებების ერთგულებას, რასაც ქვეყნის მომავალი ეფუძნება.

“დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა მან.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილა ყურადღება. ბურჭულაძის განცხადებით, გზა ევროპისკენ ქართველი ხალხის საკუთარი ევროპული იდენტობისკენ სვლაა.

“გზა ევროპისკენ ყოველთვის იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნება, რადგან ჩვენი კულტურა თავისი არსით იყო ევროპული ფესვებიდან აღმოცენებული და მასზე გაზრდილი. ჩვენი ხალხის ნება ურყევი და მტკიცეა, ჩვენი ხალხი ვერასოდეს დაუპირისპირდება თავის ევროპულ იდენტობას, გზა ევროპისკენ არის მისი ღირებულებითი არჩევანი. საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაჩქარება ჩვენს რეგიონში აუცილებლად მოიტანს მეტ მშვიდობასა და განვითარებას. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა მან.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ქვეყნისთვის ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ გზა ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ ნიშნავს ძლიერ და სტაბილურ საქართველოს. ეს არის გზა უსაფრთხოებისკენ, კეთილდღეობისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისკენ.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით სლოგანით - “ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს