მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ყველა კრიტერიუმით ისეთ ქვეყნებზეც კი წინ არის, რომლებიც ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსით უკვე სარგებლობენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ყველა კრიტერიუმით და პარამეტრით ისეთ ქვეყნებზეც კი წინ არის, რომლებიც ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსით უკვე სარგებლობენ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმედები, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რეალობაზე და რაციონალიზმზე არის დაფუძნებული.

„დღეს არის ერთიანობის, გმირების მაგალითების, იდეალების დღე, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქეს განსაკუთრებული სურვილის გამოხატვა შეუძლია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და იმედია, ეს ასეც მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება იმიტომ, რომ ევროპა არის ჩვენი ბუნებრივი ოჯახი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, საქართველომ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ყველა კრიტერიუმით, ყველა პარამეტრით ჩვენ წინ ვართ ისეთ ქვეყნებზეც კი, რომლებიც კანდიდატის სტატუსით უკვე სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი იმედებიც რეალობაზე და რაციონალიზმზე არის დაფუძნებული და იმედია, ასეც იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს