ჯუანშერ ბურჭულაძე - მინდა მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო პარტნიორების მრავალწლიანი ძალისხმევისთვის - გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩვენი ჯარის მზადყოფნის დონე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საფუძველი ყოველთვის იყო ძლიერი ჯარი.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ საქმეში საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენი ჯარი გააგრძელებს მზადყოფნის დონის ამაღლებას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისათვის ღირსეული პასუხის გასაცემად“.

თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე მშვიდობისთვის ბრძოლის გაძლიერების შესახებ ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თავდაცვით შესაძლებლობების გაძლიერებაში საქართველოს მხარს უჭერს.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა მადლიერება გამოვხატო მათი მრავალწლიანი ძალისხმევისთვის - გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩვენი ჯარის მზადყოფნის დონე“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა