ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა

დაპატიმრებულმა ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა.

მათ ბრალად ედებათ "ომის კანონებისა და წესების დარღვევა, რომელიც წინასწარი ჯგუფური შეთქმულებით განხორციელდა".

კონკრეტულად ალექსანდრე ბობიკინსა და ალექსანდრ ივანოვს ბრალად ედება 24 თებერვალს რუსეთის, ბელგოროდის რეგიონიდან უკრაინაში, ხარკოვის რეგიონის მიმართულებით "გრადის" ტიპის რაკეტების სროლა.

საქმის დეტალების მიხედვით, ბრალდებულებმა ცეცხლი გაუხსნეს და "სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის, კერძო სახლები" დააზიანეს.

ჯარისკაცები უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაატყვევეს.

როგორც ცნობილია, სასამართლომ განაჩენი 31 მაისს უნდა გამოიტანოს.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?