ანა ბუჩუკური - ხელისუფლება ძალიან საშიშია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიპოვოთ თავდაცვის იარაღი, კანდიდატის სტატუსი, რაც ბერკეტს მოგვცემს, ვაიძულოთ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა

ეს ხელისუფლება მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, ამიტომ არის ძალიან საშიში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები არა თუ დასავლურ ღირებულებებს შეესაბამება, თავსებადია ისეთ რეჟიმთან, როგორიც რუსეთშია.

ანა ბუჩუკურის თქმითვე, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან ქვეყანას თავისი ფასი გადახდილი აქვს.

"ქართული ოცნება" გაურკვეველ პოლიტიკას აწარმოებს. როდესაც გვეკითხებიან, ეს ხელისუფლება პრორუსია? - ეს ხელისუფლება არის პროთავისი, რაც იმას ნიშნავს, რომ არც პროქართული არ არის, არც პროდასავლური და არც პროამერიკული. ის მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამიტომ არის ძალიან საშიში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მმართველობის რეჟიმი, როგორიც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა, ეს ხომ შეუთავსებელი არის დასავლურ ღირებულებებთან და თავსებადია ისეთ რეჟიმთან, როგორიც რუსეთშია. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას გადაეცემა კონკრეტული დავალებები და დავალებების შეუსრულებლობა „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ძალიან დიდი პრობლემა. დღეს ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პირველი თავდაცვის იარაღი მოვიპოვოთ, ვგულისხმობ კანდიდატის სტატუსს, რაც დამატებით ბერკეტს მოგვცემს, როგორც შიდა პოლიტიკურ მოთამაშეებს და აქტორებს, მათ შორის საზოგადოებას, „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა.

ამ ტრიოს კონტექსტში - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იკავებდა მოწინავე ადგილს რეფორმების კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი ვიყოთ მოწინავე. სამწუხაროდ, ვხედავთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან

ჩვენ ხომ ჩვენი ფასი გადავიხადეთ, არა მხოლოდ 2008 წელს, მანამდეც. მთელი 30 წელია თავისუფლებისთვის ვიბრძვით და ჩვენს სახელმწიფოს ეს ფასი გადახდილი აქვს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა