გიორგი ვაშაძე - არ არის პათეტიკის და ურთიერთშეგონების დრო, ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა

დღეს მოვისმინე განცხადებები პრეზიდენტისგან, პრემიერისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან - გულზე მჯიღს ყველანი ვირტყამთ, რომ სამშობლო გვიყვარს და ახლა სამშობლო გვიხმობს, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ, 15 ივნისამდე საქართველომ ერთიანობა აჩვენოს და გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს სამშობლოს ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეაძლებინებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, ნაკლები პათეტიკა, ნაკლები მოწოდებები, ურთიერთ შეგონებები ერთმანეთისთვის და საერთო სამოქმედო გეგმის გაერთიანება, გადამწყვეტი ნაბიჯების გარშემო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.

მართლმსაჯულების რეფორმის კანონი რეგისტრირებულია - მივიღოთ პირველი მოსმენით. საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მივიღოთ. ასევე, პრეზიდენტს შეუძლია ნიკა გვარამია შეიწყალოს. იუსტიციის სამინისტროს და პრემიერს შეუძლია, მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმები დაუშვას. ძალიან მარტივია იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლითაც დასავლეთი გზავნილს დაინახავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა