ბადრი ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილს გუშინ კრიტიკული და სწორი შეფასება ჰქონდა რეალობისა - ერთადერთი, ვინც ურცხვად იმეორებს, რომ ყველაფერი კარგად არის, არიან „ქართული ოცნების“ სპიკერები

სალომე ზურაბიშვილს გუშინ ძალიან კრიტიკული და სწორი შეფასება ჰქონდა იმ რეალობისა, რომელიც გვაქვს. ერთადერთი, ვინც ურცხვად იმეორებს, რომ ყველაფერი კარგად არის, ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი სპიკერები, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში მისი და მამუკა ხაზარაძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს სასამართლო მთელი მსოფლიოს ქილიკის და კრიტიკის საგანი გახდა, რაც „ძალიან სამწუხარო ამბავია“.

„საქართველოს სასამართლო გახდა მთელი მსოფლიოს ქილიკის და კრიტიკის საგანი, ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იმ გარემოებით, რომ რეალურად მართავენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაზიანებას, რაც აისახება მოქალაქეების ცხოვრებაზე. შესაბამისად, დღევანდელი სასამართლო არ არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ გადავტეხოთ ეს სამწუხარო რეალობა და მივიღოთ სამართლიანი სასამართლო.

სალომე ზურაბიშვილს გუშინ ძალიან კრიტიკული და სწორი შეფასება ჰქონდა, იმ რეალობისა, რომელიც გვაქვს. ერთადერთი ვინც ურცხვად იმეორებს, რომ ყველაფერი კარგად არის, ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი სპიკერები, დანარჩენი სამყარო ამბობს, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო