სალომე სამადაშვილი - ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, საერთაშორისო კონსენსუსის საგანია - ვურჩევ უმრავლესობას, რომელსაც წერა-კითხვა დიდად არ უყვარს, დრო და დრო წაიკითხოს დოკუმენტები

ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, სამწუხაროდ, საერთაშორისო კონსენსუსის საგანია. მე ვურჩევ უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებსაც წერა-კითხვა დიდად არ უყვართ, დრო და დრო წაიკითხონ დოკუმენტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი და სხვები დასავლეთს სურკოვის ენით ესაუბრებიან, როცა აცხადებენ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და არავის აქვს უფლება მიუთითოს, თუ როგორ ატარებს არჩევნებს ან როგორი სასამართლო სისტემა აქვს.

„გაეცნონ მაგალითად, 21-27 წლისთვის ევროკავშირი-საქართველოს ერთობლივ სამოქმედო გეგმას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, რომლის 1/3 სასამართლო რეფორმაზე საუბარს ეთმობა. დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემა. ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პასუხიც კობახიძის თავხედურ შანტაჟზე და თავდასხმაზე, რაც განახორციელა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე ივანიშვილის ქრთამებით შენახული სასამართლო „კლანის“ დასაცავად. ეს რომ არის უმწვავესი პრობლემა, რაც აფერხებს ქვეყნის მომავალს, ნათქვამია. ივანიშვილს სურს ქვეყანა გადაიქცეს ანალოგად იმ პოლიტიკური სისტემის, რაც რუსეთშია, ამას აღიარებენ მმართველ გუნდში, დააკვირდით, რა გზავნილებით ესაუბრებიან დასავლეთს კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი, ისინი მუდმივად ეუბნებიან დასავლეთს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და არავის აქვს უფლება მიუთითოს ან არჩევნებს როგორ ატარებს, ან სასამართლო სისტემა როგორი აქვს. ეს არის სურკოვის ენა, სურკოვის გზავნილები, რომლითაც არ საუბრობენ დემოკრატიული ქვეყნები,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს სასამართლოს სამართლიანობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და აღნიშნავს, რომ სირცხვილია, რომ ეს მემკვიდრეობა სათანადოდ არ გრძელდება. სამადაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში ყველას მისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.

„იმ პირობებში, როცა ყველამ იცის, როგორც პრეზიდენტმა, ისე პრემიერმა, „ქართულმა ოცნებამ“, ივანიშვილმა, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება ქვეყნის ინტერესებისთვის და ევროკავშირში განაცხადის წარმატებისთვის არის ისეთი საკითხი, რომ ალბათ, ისტორიის წინაშე მოუწევთ პასუხის გაცემა. დანარჩენი არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. მე მას მოვუწოდე, მათ შორის, პარლამენტის დარბაზიდან, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო