მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, გასცენ კითხვას პასუხი - დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას?

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, გასცენ კითხვას პასუხი - დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას?

ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

„ამ ყველაზე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით წინა დღეების განმავლობაში ინტენსიურად ისმებოდა კითხვა, რომლის ადრესატი იყო ქართული ოპოზიცია - საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა თქვენთან დასმულ კითხვებთან ერთად, რომელზეც ჩვენ ჯერ პასუხი არ მიგვიღია და იმედი მაქვს, ჩვენი პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მაინც გასცემენ კითხვაზე პასუხს: დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას? რაც არ უნდა სუბიექტურები ვიყოთ, დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვმართებს ობიექტურობა, რაც არ უნდა რთული იყოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს ჩვენ მინისტრისგან ველოდებით კითხვებზე პასუხებს და ასევე ველოდებით ამ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე პასუხს ჩვენი ოპონენტებისგან“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილს ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება.

ილია დარჩიაშვილმა პასუხი შემდეგ კითხვებს უნდა გასცეს:

- რა სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროკომისიის კითხვარის სათანადო დონეზე მოსამზადებლად?

- რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროკომისია შეფასების პროცესში და როდის ველოდებით შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებას?

- როგორია მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?

- ევროკომისიის კითხვარზე მუშაობის შედეგად რა სფეროები გამოიკვეთა როგორც ყველაზე წარმატებული და რომელი მიმართულებით სჭირდება ქვეყანას გაუმჯობესება?

- რა დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვასაც ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო