ხათუნა სამნიძე - კობახიძე ცნობილია ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმებით, მან დაასახელა ვიოლა ფონ კრამონი, იან კელი, ანა ფოტიგა, რომელიც კრიმინალებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა

2 დღის განმავლობაში იმუქრებოდა „ქართული ოცნება“, რომ დაასახელებდა იმ პოლიტიკოსების გვარებსა და სახელებს, რომლებიც ბრიუსელის დერეფნებში დადიან და საქართველოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც გვარები, ვერც სახელები და ვერც განცხადებების შინაარსი დასახელდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

სამნიძის თქმით, საზოგადოებასა და ოპოზიციაში არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც „ბრიუსელის დერეფნებში“ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.

„ქართულ ოცნებას“ მართლა ხელში რომ ჰქონდეს სახელები და გვარები და შეეძლოს ზიანი მიაყენოს რომელიმე პოლიტიკოსს, ძალიან ბევრჯერ დაასახელებდა და დაიწყებდა კამპანიასაც ასეთი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ოპოზიციასა და საზოგადოებაში ასეთი ადამიანები არ არსებობენ, ეს „ქართულმა ოცნებამაც“ იცის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ უტიფრად შეუძლია „ქართულ ოცნებას“ მოიტყუოს ფაქტებისა და დამადასტურებელი კონკრეტული მოვლენების გარეშე - მათ შეუძლიათ უბრალოდ თქვან და დააზიანონ მთელი პროცესი. ეს არის იმ ანტიდავლური კამპანიის ნაწილი, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“, - განაცხადა სამნიძემ.

ანტიდასავლურ კამპანიაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე არის ცნობილი დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმებით.

ირაკლი კობახიძე ცნობილია თავდასხმებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. მან დაასახელა ვიოლა ფონ კრამონი, იან კელი - ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ხნის მეგობრები, მათ შორის ქალბატონი ფოტიგა, რომელიც დაადანაშაულა კრიმინალებთან თანამშრომლობაში და მან გაოგნებულმა იკითხა, მე ვარო კრიმინალი? ირაკლი კობახიძე გამორჩეულია სწორედ ასეთი ანტიდასავლური განცხადებებითა და თავდასხმებით“, - აღნიშნა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა