რომან გოცირიძე - პრეზიდენტს ხანდახან აქვს გამონათება, რებუსებით, მაგრამ რაღაცას ამბობს, მინიშნება იყო ავტორიტარულ მართვაზე, მაგრამ თვითონ რატომ არის ამის სუბიექტი, რატომ არ გააპროტესტებს?

პრეზიდენტს ხანდახან აქვს გამონათება, რებუსებით, მაგრამ რაღაცას ამბობს, მინიშნება იყო ავტორიტარულ მართვაზე, მაგრამ თვითონ რატომ არის ამ ავტორიტარული ზეწოლის სუბიექტი, რატომ არ გააპროტესტებს? – 3 წარმომადგენელი დანიშნა ეროვნულ ბანკში, ჩამოწერილი მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თავშესაფარი გახდა ეროვნული ბანკის საბჭო,- ამის შესახებ ჟურბალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტს სურს დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებლად ქმედების უნარი აქვს, გვარამია და სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს. გოცირიძის თქმით, გაუგებარია, რატომ არ იქცევა პრეზიდენტი ადეკვატურად ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან დროს.

"ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ახლა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი წარმოადგინა ისე, რომ მას არ უნდოდა, პირადად გახარიამ, ყოფილმა პრემიერმა თითი დაუქნია, აგერ არის პარლამენტში მისი პარტია და ჰკითხეთ, გახარიამ ჩაუგდო ფაქტობრივად ამ პარლამენტში ზურაბიშვილს მის მიერ წარმოდგენილი 2 კანდიდატი, ერთადერთი მე მივეცი მათ ხმა. ამის შემდეგ ისეა დაშინებული, რასაც ღარიბაშვილი უბრძანებს, იმ კანდიდატებს ნიშნავს. რატომ წარმოადგინა ღარიბაშვილის დავალებით, როცა მისი ნება არ იყო? სამ თვეში ერთხელ რაღაც განცხადებას აკეთებს ზურაბიშვილი და მერე ვარდება სიჩუმეში. თუ სურს დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელი ქმედებების უნარი აქვს, გაათავისუფლოს დღესვე ნიკა გვარამია, ეს იქნება სიგნალი ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს სურს სწრაფი გაწევრიანება და არის ხელისუფლების ისეთი შტოები, მაგალითად, როგორიც არის პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, რომელსაც უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე ჩვენს მთავრობას, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი შეიძლება შეიწყალოს, ამ შემთხვევაში იქნება ის დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რატომ ჭიმავს დროს? რატომ არ იქცევა ადეკვატურად, როცა ისტორიულია მომენტია საქართველოსთვის? "- განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა