გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,მაგრამ საქართველო  ისეთ ხელისუფლებას არ იმსახურებს, როგორიც თქვენ ხართ

იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? - საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ქართველი ხალხიც იმსახურებს. საქართველო უბრალოდ ისეთ ხელისუფლებას არ იმსახურებს, როგორიც თქვენ ხართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აღარ არის დრო აღარც შეგონებების, აღარც პროპაგანდების, აღარც მოწოდებების, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა.

„იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? - საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ქართველი ხალხიც იმსახურებს. საქართველო უბრალოდ ისეთ ხელისუფლებას არ იმსახურებს, როგორიც თქვენ ხართ, ამას გულწრფელად ვფიქრობ, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან - გუშინ ევროკავშირის ელჩმა ბატონმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დაგვრჩა 2-3 კვირა და ამ 2-3 კვირაში ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დასკვნა გააკეთოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მისი განცხადებიდან ციტატა: „ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“. რა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას აპირებთ თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობა იმისთვის, რომ ამ 2-3 კვირაში საქართველომ საბოლოოდ მიიღოს დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით?

ამ ისტორიულ მომენტში, ამ ისტორიულ გზაგასაყარზე არ არის ზოგადი საუბრების და პათეტიკის დრო. დაგისვით კონკრეტული კითხვები და გთხოვთ, გამცეთ კონკრეტული პასუხები და გვითხარით შემდგომი 2-3 კვირის შემდგომი სამოქმედო გეგმა“, - მიმართა კითხვით გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილს საინტერპელაციო კითხვებით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს