ხატია დეკანოიძე ილია დარჩიაშვილს - ერთ-ერთი გამორჩეული პოლონელი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია ანა ფოტიგა, როდესაც მას „კრიმინალების მფარველს“ უწოდებენ, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამაზე?

ერთ-ერთი გამორჩეული პოლონელი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კაჩინსკის მთავრობის წევრი, კანცელარიის უფროსი და თქვენი კოლეგა არის ქალბატონი ანა ფოტიგა. როდესაც მას „კრიმინალების მფარველს“ უწოდებენ, თქვენ, როგორც პოლონეთში საქართველოს ყოფილ ელჩს და პოლონეთის მეგობარს, რა დამოკიდებულება გაქვთ ამაზე? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. დეკანოიძემ აღნიშნულ კითხვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც განაცხადა, რომ ანა ფოტიგა არის „კრიმინალების მფარველი“.

დეკანოიძემ ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას იმის შესახებ, რომ ქართველი ოპოზიციონერები ბრიუსელში საქართველოს სახელმწიფოს დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ.

„ქართული ოცნების“ მთელი რიტორიკა და პროპაგანდა ამ თვეების განმავლობაში არის შემდეგი - რომ თურმე ოპოზიცია ცუდად წარმოაჩენს საქართველოს სახელმწიფოს. რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, რომ თურმე ოპოზიცია უფრო ძლიერია საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრო, თქვენ, ბატონო მინისტრო და თითოეული დიპლომატი, რომელიც არის სხვადასხვა საელჩოებში, ხართ თუ არა შეურაცხყოფილი უმრავლესობის განცხადებით.

მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან არაერთი განცხადებისა, რომ დიახ, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, პროპაგანდა მაინც გრძელდება. მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო რატომ არ არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას საქართველოს სახელმწიფო ინტერესები? თქვენ ადგილას ამას თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეურაცხმყოფელ განცხადებად მივიჩნევდი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო