მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - რა გგონიათ, პარლამენტი დახურული სივრცეა და ევროპაში არ გადის, რასაც კადრულობთ? საქართველოსთვის პოზიტიურ მხარეს დგახართ? არაფრით მჯერა და რა გავაკეთო?

თქვენ ხომ მტკიცებულებებს ითხოვდით „ევროპულ დერეფნებში რას ვაკეთებთო“ - აქ რასაც აკეთებთ, ალბათ, იმას, - ასე მიმართა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„რა გგონიათ, ჩვენი პარლამენტი დახურული სივრცეა, ევროპაში ეს ნიუსები არ გადის, რასაც აქ კადრულობთ თუ როგორ გგონიათ? იქ სხვა რამეს ამბობთ და აქ სხვა რამეს ამბობთ?

ქალბატონი სალომე (სამადაშვილი), რომელმაც ბრძანა - „ ჩვენი განაცხადის წარუმატებლობის შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთელი შემადგენლობა გადადგეს“, გამოააშკარავა გეგმა, დაიდო გეგმა. მე მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ ამ გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის თქვენი გეგმის საფუძველი, რომელიც თქვენივე პირით თქვით. ამ გეგმით, თქვენ საქართველოსთვის პოზიტიურ მხარეს დგახართ? არაფრით მჯერა და რა გავაკეთო? მე ვფიქრობ, რომ საქართველო, თავისი პლუსებით და მინუსებით კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა