პარლამენტის წევრები ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ

პარლამენტის წევრები ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების საკითხზე არის დაბარებული.

პრემიერმა პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვას: - რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით რუსეთის ფედერაციისა და მათი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევა არ მოხდეს?

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: დავით უსუფაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, სალომე სამადაშვილმა, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა, თამარ კორძაიამ და დილარ ხაბულიანმა დაიბარეს.

ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელმა დეპუტატთა მიერ გაგზავნილ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა