ირაკლი კობახიძე - სანქციებს ჩვენ არ ვაწესებთ, მაგრამ რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ამაზე ჩვენი პოზიცია ნათელია: საქართველო არ იქნება გამოყენებული გვერდის ავლისთვის

სანქციებს ჩვენ არ ვაწესებთ, მაგრამ რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია - საქართველო არ იქნება გამოყენებული გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ პარტის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომ საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა მოხდა, თუმცა, ოპოზიციას მაინც აქვს კითხვები ამასთან დაკავშირებით.

"ყველაფერი არის ცხადი, არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სადმე მოხდა რაიმეს გვერდის ავლა, ამის მიუხედავად ოპოზიცია მაინც სვამს ასეთ კითხვას, თუმცა, ეს არის მათი უფლება და ამ კითხვას გაეცემა პასუხი. ეს არის ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით,"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა