სალომე სამადაშვილი - რაც ვერ გაიგო ევროპამ და რაზეც პასუხი არ აქვს, ეს არის მთავარი შეკითხვა - ჩვენს ევროპულ მომავალს უჭერს თუ არა მხარს ივანიშვილი

რაც ვერ გაიგო ევროპამ და რაზეც პასუხი არ აქვს, ეს არის მთავარი შეკითხვა - ჩვენს ევროპულ მომავალს უჭერს თუ არა მხარს ის ადამიანი, ვინც დღეს, მართავს ამ ქვეყანას, რომელიც დღეს, ამ დარბაზში არ არის - ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს, - ამ შეკითხვით მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა.

სალომე სამადაშვილის თქმით, დღევანდელი განხილვა და პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა ძალიან დროულია, რადგან შეკითხვაზე პასუხს დღეს, მხოლოდ ქართული საზოგადოება და დამსწრე დარბაზი არ ელოდება, ამ პასუხს ასევე ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობა.

„არ ვიცი, ბატონო პრემიერო, გქონდათ თუ არა შანსი გენახათ ევროპის ერთ-ერთ მთავარ გაზეთ „ფიგაროში“თქვენი სურათით გამოქვეყნებული სტატია, სტატიის სათაურია „საქართველო შორდება ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთს“, მათ შორის, იმ მიზეზებზე საუბრისას, რომლის გამოც დღეს ასე თვლის ჩვენი ბევრი პარტნიორი ევროპაში, არის დასახელებული სწორედ თქვენი ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. დღეს, ამ დარბაზში უმრავლესობის წევრებმა დასვეს შეკითხვა ვუჭერთ თუ არა ჩვენ მხარს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, დიახ, ბატონებო და ქალბატონებო , ცხადია, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ამ ინიციატივას მხარს უჭერს მთელი ქართული საზოგადოება, მაგრამ, რაც ვერ გაიგო ევროპამ და რაზეც პასუხი არ აქვს, არის მთავარი შეკითხვა - ჩვენს ევროპულ მომავალს უჭერს თუ არა მხარს ის ადამიანი, ვინც დღეს, მართავს ამ ქვეყანას, რომელიც დღეს, ამ დარბაზში არ არის და ვერც მოვა, მაგრამ ვინც რეალურად განაგებს ჩვენი ქვეყნის მომავალს თქვენი თანამონაწილეობით და დახმარებით, ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, ისმის კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი „რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ უთხრა,რომ ორ სკამზე ჯდომა არ გამოგივათ და პოზიცია უნდა დააფიქსიროთ უკრაინასთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ არის,რომ დღეს ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს საფრთხე აქვს შექმნილი“.

სამადაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორებისთვის ქართველი ხალხის არჩევანი გასაგებია , მაგრამ გაუგებარია, რა არის ხელისუფლების არჩევენი.

„გასულ კვირას შესაძლებლობა მქონდა მენახა, როგორ მიიღეს ევროპაში მოლდოვის პრეზიდენტი და მინდა, თქვენთვის მეკითხა ბატონო პრემიერო, თქვენ არ გითხოვიათ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა, თუ ითხოვეთ და უარი გითხრეს? ჩვენთვის საინტერესო იქნება გავიგოთ, ასე მკრთალად რატომ ჩაიარა თქვენმა ვიზიტმა ბრიუსელში. მკრთალად ჩაიარა იმიტომ,რომ იმის ნაცვლად,რომ იქ ჩასულიყავით, ბოდიში მოგეხადათ, მაგალითად, პირადად მიშელისთვის, რომლის უშუალო თანამონაწილეობით დადებული პოლიტიკური შეთანხმება უკან მიუგდეთ ევროკავშირს. ჩახვედით და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მტკიცება დაუწყეთ, რომ მათ არ ესმით რეალობა ჩვენს ქვეყანაში. აღმოჩნდა,რომ ეს რეალობა არ ესმის არც საქართველოს პრეზიდენტს,რომელმაც გუშინ ისაუბრა იმაზე,რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა ეს თურმე არ ესმის არც ევროკავშირს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო