სალომე სამადაშვილი პრემიერს - აქ თქვენი ჭკუით დალაგებული და უაზრო გამოსვლა კი არ გვჭირდებოდა, ევროკავშირს სჭირდება ნათელი გზავნილი, უჭერს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მხარს სანქციების პოლიტიკას

ბატონო ირაკლი, აქ თქვენი ჭკუით დალაგებული და უაზრო გამოსვლა კი არ გვჭირდებოდა, ევროკავშირს სჭირდება ნათელი გზავნილი, უჭერს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მხარს სანქციების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს რუსეთთან მიმართებით, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ინტერპელაციის წესით პარლამენტში უსმენენ.

სამადაშვილის თქმით, „ალბათ, პრემიერმა ეს ვერ გაიგო და აღნიშნული საკითხი ამიტომაც განუმარტა“.

„როდესაც აცხადებთ, რომ სანქციების პოლიტიკა არ არის შედეგის მომტანი, ამიტომ გვეუბნებიან, რომ გაგვიჭირდება თქვენთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ბრიუსელში გრძელი სია რომ გადასცეს, ნუ მაიძულებთ, რომ გამოვაქვეყნო ის სია. იმ გრძელ სიაში გვარამიას დაპატიმრება, რაც ბრიუსელში თქვენი ჩასვლის დღეს მოხდა, არის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი. საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ასე გექცევათ, გამოიყენეთ შეწყალების უფლება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს ამ დარბაზში მოვიდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ბრიუსელში ჩასვლისას თავზე ნაცარს იყრიდეს, რადგან მის ქვეყანაში დამოუკიდებელ მასმედიას დევნიან და თავად იყო წამახალისებელი 5 ივლისს მომხდარი ძალადობის და დღემდე დაუსჯელი და გამოუძიებელია და პირველ საკითხად არის შესული პრობლემების სიაში, რომელიც გადმოგვცეს, ამის ნაცვლად, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ გვაქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო