ანა ნაცვლიშვილი ღარიბაშვილს - თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები,“შავი ხვრელი“ არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი  დაფიქსირდა, მერწმუნეთ, აქედან სახლში არა, ცუდ ადგილას წახვალთ

თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები [შავი ხვრელი] არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ,რომ აქედან სახლში არ წახვალთ. ძალიან ცუდ ადგილას წახვალთ და მე, გულწრფელად არ გისურვებთ, რომ იმ ადგილას წახვიდეთ, -ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც დასვა შეკითხვა - რა გარანტიები აქვთ დღეს მოქალაქეებს, რომ საქართველოში შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში.

ანა ნაცვლიშვილი ასევე დაინტერესდა არის, თუ არა იმის გარანტია,რომ ასეთი „შავი ხვრელი“ არ არსებობს.

„ბატონო პრემიერო, თუ სწორად გავიგე, თქვენ ამ დარბაზში აღიარეთ,რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს სანქციების ნაწილს ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებაში შეუერთდით. მაშინ, რატომ ატყუებდით საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ამბობდით, რომ თუ საქართველო სანქციებს შეუერთდება ეს იქნება ქვეყნის ომში ჩათრევა. მაშინ ტყუოდით თუ ახლა ტყუით? ხომ აბრალებდით ოპოზიციას, რომ სანქციების მიერთებას ითხოვთო. ჩვენ სანქციების მიერთებაზე კითხვა არ გამოგვიგზავნია, არც უკრაინასთან მიმართებით გამოგვიგზავნია კითხვა. როგორც ჩანს, კითხვა ვერ გაიგეთ ჩვენ გკითხეთ, როგორ არის დაცული საქართველო იმისგან, რომ რუსეთმა არ გამიყენოს ჩვენი ქვეყანა და არ გადააქციოს ის „შავ ხვრელად“, რა გარანტიები აქვთ დღეს, საქართველოს მოქალაქეებს,რომ აქ შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი არ არსებობს“. არსებობს თუ არა სისტემა, რომელიც დაიცავს საქართველოს. თქვენ, აქ, 15 წუთის განმავლობაში იდექით და ვერ თქვით, რომ სისტემა არსებობს. ბატონო პრემიერო, თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ სახელმწიფო არ იმართება ზეპირი განცხადებებით, სახელმწიფო არც დაპირებებით იმართება. სახელმწიფო იმართება დოკუმენტებით და საკანონმდებლო აქტებით.

თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები [შავი ხვრელი] არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ,რომ აქედან სახლში არ წახვალთ. ძალიან ცუდ ადგილას წახვალთ და მე, გულწრფელად არ გისურვებთ,რომ იმ ადგილას წახვიდეთ. კითხვა მიემართება იმას, რომ სახელმწიფომ რა სამართლებრივ-ადმინისტრაციული ნაბიჯები გადადგა, გაქვთ თუ არა სამოქმედო გეგმა, შესაბამისი კანონმდებლობა, მონიტორინგის სისტემა და ბოლოს და ბოლოს, გაქვთ თუ არა კოორდინაციის სისტემა სახელმწიფო ორგანოებს შორის,რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო გამოიყენოს „შავ ხვრელად“? რუსეთის კეთილშობილების მტკიცებას იმედია, არ დაიწყებთ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა კითხვით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის და მის მთავრობა რას აკეთებს იმისათვის,რომ „საქართველო არ იყოს ჩათრეული ომში რუსეთის მხრიდან“. მისივე თქმით, „შავ ხვრელად“ გადაქცევა სწორედ ეს იქნება, რადგანაც საქართველო აღმოჩნდება რუსეთის მხრიდან გამოყენებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა