გიგა ბოკერია - პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, ამ საფრთხისშემცველ რეჟიმთან უფრო მკაფიო იყოს და ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე მკაფიო პოზიცია დაიკავოს

ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის სპიკერები ასეთ მოკრძალებულ კრიტიკაზეც კი ასე ესხმიან თავს პრეზიდენტს, ეგ აღსანიშნავი ამბავია , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, იგი არ იზარებს პრეზიდენტთან დაკავშირებულ სენტიმენტებს, რომ ის რაღაცაზე რამე ნორმალურს იტყვის.

„მე არ ვიზიარებს იმ სენტიმენტებს, როდესაც პრეზიდენტი რაღაცაზე ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ რამეს იტყვის, რომ ეს აღსანიშნავი იყოს. ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის სპიკერები ასეთ მოკრძალებულ კრიტიკაზეც კი ასე ესხმიან თავს პრეზიდენტს, ეგ აღსანიშნავი ამბავია.

რაც შეეხება პრეზიდენტს მას ყველა გარემოების მიუხედავად აქვს შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო მკაფიო იყოს, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე მკაფიო პოზიცია დაიკავოს და ზოგად სადღეგრძელოებს ამ რეჟიმთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი საფრთხეა, თავი დაანებოს“, - განაცხადა გიგა ბოკერია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა