ირაკლი ღარიბაშვილი - Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია არის რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი

Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია არის რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი - ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

მისივე განცხადებით, ეს მორიგი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი სტატიაა.

„რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს [ოპოზიციამ] და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა ისე წარმოაჩინეს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს, დეპუტატებს გითხრათ, რომ რეალურად, ეს არის მორიგი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი სტატია. ვისი შეკვეთილია ეს სტატია? ეს არის ბატონი რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი. კარგად მოგეხსენებათ ვინ არის რაფაელ გლუკსმანი - ეს იყო სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, იმ დროს როდესაც სააკაშვილი ხალხს ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი დღეს ევროპარლამენტარია. მოგეხსენებათ, გლუკსმანი აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში და დღევანდელი ამ სტატიის ავტორი იზაბელ ლასერი გახლავთ, რომელიც გლუკსმანის მეგობარია და შესაბამისად, გლუკსმანის შეკვეთილი სტატიაა. ასე რომ, ეს არის მორიგი მხილება თქვენი - ძვირფასო ოპოზიციონერებო. ეს არის მორიგი მხილება თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება. სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით: „საქართველო შორდება ევროკავშირს, რათა დაუბრუნდეს მოსკოვის ორბიტას“, ნათქვამია, რომ პატარა კავკასიური რესპუბლიკის ქარიზმატულმა და პროევროპელმა ექსპრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვერ გაუძლოს არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიც ის არის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა