პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა - ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსეთისთვის და მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსულ  კომპანიებს - დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით

ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს.

პრემიერის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმი გახსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის და გაიყიდა სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც რუსული სახელმწიფო კომპანიებისთვის იქნა გადაცემული.

„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ბატონი ივანიშვილი არის წინააღმდეგი და მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. მე მინდა ყველას შევახსენო, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. ამის თქმის საშუალებას მაძლევს თქვენი გაუგონარი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორია, დააბრუნეთ რუსეთის ჯარი. ომის შემდეგ არა თუ სანქციების დაწესებაზე გიფიქრიათ და გიმუშავიათ, ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს. რაზე მელაპარაკებით? დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რომ რუსეთს დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები. მინდა კითხვა დაგისვათ, გაქვთ თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა სანქციების დაწესების შემთხვევაში - დაუწესდება თუ არა სანქცია 1 მილიონ ადამიანს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ჩვენს 4 მილიონ თანამოქალაქეს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს