ირაკლი კობახიძე - როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, ჩვენ გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა

თქვენ რეალურად გაქვთ უამრავი შესაძლებლობა დასვათ კითხვები, მიიღოთ პასუხები და განახორციელოთ ზედამხედველობა, მაგრამ ამასაც კი ვერ იყენებთ, რადგან თქვენი კომპეტენცია და თქვენი სულისკვეთება არ არის ამის შესაბამისი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება.

„დღეს მკითხეს, რა აკლია ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა.

პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასე სუსტი და ასეთი უშინაარსო, ბუნებრივია, შორს არის იმ სტანდარტებიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება. ოპოზიცია გაძლიერდება, ოპოზიცია გაჯანსაღდება როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში არ შეიძლება დიდხანს იყვნენ კრიმინალები პოლიტიკაში. როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან - სააკაშვილი, გვარამია და სხვები, ჩვენ გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა. ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად, შინაარსით ევროპული ქვეყანა ვართ და ჩვენთვის შინაარსობრივად და ორგანულად მიუღებელი ის, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვები დღეს არიან ქართული პოლიტიკის ნაწილი - ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

ფაქტები მნიშვნელოვანია. 2008-წლიდან 2016 წლის ჩათვლით, ორი მოწვევის პარლამენტში (ბაქრაძის და უსუფაშვილის პარლამენტი), გადავამოწმეთ და სულ 13 მინისტრია ნამყოფი, ზედამხედველობის პროცედურების ფარგლებში და დღეს ეს რაოდენობა გაზრდილია 7-ჯერ - ეს არის რეალობა. ფაქტები არის ეს და თქვენი აღქმები არის მეორე. გუშინ გვესაუბრებოდით აღქმებთან დაკავშირებით იმაზე, რომ თითქოს ჩვენი პარლამენტი არის ნაკლებად დემოკრატიული. თქვენ რეალურად გაქვთ უამრავი შესასძლებლობა დასვათ კითხვები, მიიღოთ პასუხები და განახორციელოთ ზედამხედველობა, მაგრამ ამასაც კი ვერ იყენებთ, რადგან თქვენი კომპეტენცია და თქვენი სულისკვეთება არ არის ამის შესაბამისი“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო