ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ - ერთადერთი ბერკეტი გქონდათ დარჩენილი, ომში ჩაგერთოთ ქვეყანა და შემოგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, მაგრამ არ გამოგივიდათ, არც გამოგივათ

ერთადერთი ბერკეტი გქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ისიც არ გამოგივიდათ. შემოაგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის დესტაბილიზაცია, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი ქვეყანაში იმ ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რამენაირად დესტაბილიზაცია მოეხდინა და რომ არა ხელისუფლება, დღეს საქართველოში მეორე მარიუპოლი იქნებოდა.

„იცით რა არის უბედურება? თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია და რეალურად არაფერი არ გაგაჩნიათ, ერთადერთი ბერკეტი, რაც გქონდათ დარჩენილი, რომ რაიმენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ისიც არ გამოგივიდათ. შემოაგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის დესტაბილიზაცია, რაც არ გამოგივიდათ, არც გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში - ერთადერთი მიზნით, რომ რამენაირად მომხდარიყო დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა. როდესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ნიშნავს თუ არა ეს მთლიანი ქვეყნის დესტაბილიზაციას? ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება, რომ ხელმეორედ გაიმართოს ომი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს