ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს?

თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ,- ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას მიმართა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გაუგებარია, თუ როგორ არ უჩნდებათ მათ ელემენტარული პროტესტი.

„ჩვენ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მორიგი აღიარება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რეალურად რა ხდება და რატომ არის ეს არაფრისგან გამოწვეული აჟიოტაჟი. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა გამოსვლისას, არა მხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვაში. ამის შემდეგ თქვენ მოგმართავთ, ამ შემთხევაში როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული პროტესტი, რომ ამის შემდეგ იგივეს აგრძელებთ?!

მინდა კიდევ ერთი შეგახსენოთ: ასეთი პიროვნებაა ერთი, თუ არ ვცდები, არესტოვიჩი, გამოვიდა და თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა, აქვე მოიყვანა მაგალითი, სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, რუსეთთან ომს გამართავდა, დღეს ეს ხელისუფლება არ წავიდა ომზე რუსეთთან. ეს, ფაქტობრივად, მეორე აღიარებაა. თქვენგან არავითარი რეაქცია და რეაგირება არ გამიგია. თქვენ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოებს?! ამაზე გიფიქრიათ საერთოდ?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცენ პასუხი ყველამ!? , - მიმართა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა