არსებული ინფორმაციით, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს - დაჭრილია 2 ადამიანი

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მანქანა შუქნიშანზე იყო გაჩერებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

ამჟამად არაყიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები