ირაკლი ღარიბაშვილი სალომე სამადაშვილზე - პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს

ეს არის მიზანმიმართული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაც ქალბატონი სალომე სამადაშვილი ბევრს საუბრობდა. პირდაპირ მითხრეს, იყო პირადად თვითონ დასახელებული, შეგნებულად არ ვთქვი რამდენიმე დღის წინ და კიდევ სხვები, აღარ ჩამოვთვლით ახლა აქ, დადიან, ჭორაობენ, პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციონერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი არ ემსახურებით ქვეყნის ინტერესებს.

„გამოდის ქალბატონი ნაცვლიშვილი, არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე საუბრობს, რომ შავი ხვრელი არსებობსო. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ ახლა. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები. არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამაზე.

მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, მითუმეტეს დღეს არ არის კონსენსუსი ევროკავშირში, ველოდებით ჩვენს გადაწყვეტილებას მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, აი ეს ადამიანები, ამისნაირები, ვითომ პატრიოტები, ავრცელებენ განცხადებებს რატომ, „ჰედლაინი" რომ წავიდეს, მთავარი სიტყვა, რომ საქართველო არის შავი ხვრელების. ეს არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა