ხათუნა სამნიძე ღარიბაშვილს - “ბორჯომთან” დაკავშირებით გვითხარით "ის სასიამოვნო ინფორმაცია” - რა პირობებით, რა პერიოდით გადაეცემა სახელმწიფოს და რა მოხდება სანქციების დასრულების შემდეგ?

“ბორჯომთან” დაკავშირებით გვითხარით "ის სასიამოვნო ინფორმაცია” - რა პირობებით, რა პერიოდით გადაეცემა სახელმწიფოს და რა მოხდება სანქციების დასრულების შემდეგ?, - ასე მიმართა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სამნიძემ პრემიერს მოუწოდა, დასკვნითი სიტყვის დროს "ბორჯომთან" დაკავშირებით ისაუბროს თუ რა ნაწილზეა საუბარი, რა ფორმით, რა პირობებით, რა პერიოდით, რა ხდება შემდეგ, როდესაც სანქციების პერიოდი დასრულდება.

"ბატონო პრემიერო, თქვენ 30 აპრილს განაცხადეთ, რომ სასიამოვნო ინფორმაცია გაქვთ ჩვენი მოსახლეობისთვის და ძალიან მალე მათ გაახარებთ კონკრეტული ინფორმაციით. ამის შემდეგ, ძალიან მალე, 19 მაისს "ბორჯომის" საკითხთან დაკავშირებით მოვისმინეთ განცხადება, რომ მფლობელი კომპანია მზად არის მთავრობას უსასყიდლოდ გადმოსცეს წილი. ამის შემდეგ, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ხომ არ გადაეცემა სანქცირებული პიროვნების მხრიდან ეს წილები საქართველოს მთავრობას, ასე მოხდება სანქციებისგან თავის აცილება და შემდეგ ისევ ამ მფლობელს, რუს ოლიგარქს დაუბრუნდება?

თუ შეიძლება კონკრეტულად გვითხარით თქვენი დასკვნითი სიტყვის დროს "ბორჯომთან" დაკავშირებული "ის სასიამოვნო ინფორმაცია", ისევ თქვენ ციტატას გავიმეორებ, რომელიც საზოგადოებას ამცნეთ - რა ნაწილზეა საუბარი, რა ფორმით, რა პირობებით, რა პერიოდით, რა ხდება შემდეგ როდესაც სანქციების პერიოდი დასრულდება ან თუ გაქვთ ხედვა, მეტი ინფორმაცია გვითხარით. ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს და უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც განაცხადეთ, რომ მიმდინარეობს საკითხის ეკონომიკის სამინისტროში განხილვა და თქვენც განაცხადეთ, რომ უფრო მეტს გვეტყვით ამის თაობაზე”, - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა