გედევან ფოფხაძე - ან იდიოტები არიან, ან ყველაფერს აკეთებენ, რომ ვერ მოვხვდეთ ევროკავშირში

მიმაჩნია, რომ ან იდიოტები არიან, ან ყველაფერს აკეთებენ, რომ ვერ მოვხვდეთ ევროკავშირში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ქართულ ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

გედევან ფოფხაძის თქმით, ევროპა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი განაგრძოს, მაგრამ თუ ქვეყანაში ავტორიტარიზმი იქნება, ევროკავშირში არ მიგვიღებენ.

„ევროპა ყველაფერს აკეთებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენ ვუხვევთ ევროპულ სტანდარტს, რომ არ გვაგრძნობინოს, რომ რაღაც შეგვეშალა, პირიქით, არის მათი მხრიდან გზავნილები, რომ ეს გამოვასწოროთ, ნაბიჯები ასე გადავდგათ.

მთლად ტოტალიტარული ქვეყნის მიღება ევროკავშირში ხომ არაბუნებრივი იქნება? არც არის ჩვენი მხრიდან მართებული, რომ ევროპას ვთხოვოთ, რომ მიმიღე, თუ მე აქ მაქვს გაქანებული ავტორიტარიზმი, მყავს პოლიტპატიმრები, მაქვს მარიონეტული რეჟიმი და ჩემი პოლიტიკური ლიდერები დღე და ღამე ლოცულობენ, რომ პუტინმა მოიგოს ომი. თუ მე ასეთი მოცემულობა მაქვს, თუ მე ასეთ ხელისუფლებას ხმას ვაძლევ, ევროპაში რა მინდა საერთოდ?“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალების“ ბრალია, რომ დღეს არ ვართ ევროპული ქვეყანა და ევროპის ნაწილი, არასერიოზულია და კომიკოსობაა.

„თუ ირაკლი კობახიძეს უნდა ზელენსკობა, ესე იგი კომიკოსობიდან პოლიტიკაში მოსვლა, მაგან ეს მომენტი გაუშვა. ზელენსკი იყო მშვენიერი კომიკოსი, იყო სატირიკოსი და იქიდან მოვიდა პოლიტიკაში და პოლიტიკოსი, რომ კომიკოსობს, მე ეგ არ მიმაჩნია ჯანმრთელ საქციელად. ასეთი რაღაცის ლაპარაკი როგორ შეიძლება, შენ ხარ ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობა შენზეა, როგორ შეიძლება პასუხისმგებლობა გადააკისრო ოპოზიციას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა